საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი - გელა მუხაშავრიას კლინიკა დაარსდა 1983 წელს და 39 წლის მანძილზე მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი, საპატიო თბილისელი

 გელა მუხაშავრია (1938-2020).

გელა მუხაშავრია სიცოცხლის ბოლო წუთამდე პროფესიაში უდიდესი ინტერესით მუშაობისა და აქტიურობის, ნიჭის და დადებითი თვისებების მქონე ადამიანების ძიების და მათთვის გზის მიცემის, ძველის კარგად ცოდნისა და ახლის შექმნაზე ორიენტრირებულობის, პაციენტთან მიმართებაში არაკომერციული მიდგომებისა და უშეცდომო საექიმო გადაწყვეტილებების მიღების დიდოსტატი იყო და იქნება ყოველთვის მათთვის, ვისაც პროფესიაში რეალური და სტაბილური წარმატების მიღწევა სურს.

 თითოეული კლინიკური შემთხვევის სკრუპულოზური განხილვა, მხოლოდ რეციდივის აღმკვეთი, მსოფლიოში აღიარებული საკუთარი ქირურგიული წესების (ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი გელა მუხაშავრია) გამოყენება, ოპერაციისშემდგომ პერიოდში სიფრთხილის ყველა მექანიზმის ამუშავება, 1983 წლიდან კლინიკის უწყვეტად და  წარმატებით ფუნქციონირება მისი დამაარსებლის, საქართველოში პროქტოლოგიის დარგის  ფუძემდებლის, პროფესორ გელა მუხაშავრიას დამსახურებაა.

 2020 წლიდან საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი-გელა მუხაშავრიას კლინიკის დირექტორია - მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი გია მუხაშავრია.